1977 წელის 5 სექტემბერს ,,NASA” – ს უნიკალური პროექტის ფარგლებში (National Aeronautics and Space Administration) კოსმოსში გაუშვეს ორი კოსმოსური ზონდი – Voyager 1 და Voyager 2
მათი მისია იყო (გარდა კოსმოსის შორეული სივრცეების გამოკვლევისა) დედამიწის შესახებ ინფორმაციის მიტანა სამყაროს სხვა ცივილიზაციებამდე, თუ ასეთები არსებობენ.
„ვიაჯერებზე“ განათავსეს ორი ოქროს დისკი, რომლებზეც ჩაწერილია ძირითადი ინფორმაცია დედამიწის შესახებ – მთავარი ფორმულები, დედამიწის ბუნებრივი ხმები, მისალმებები 60 ენაზე და კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ქმნილებები 29 ქვეყნიდან.
მათ შორის არის ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, სტრავინსკის და სხვათა შედევრები.
ამ შედევრებს შორის არის უძველესი ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, როგორც დედამიწის ერთერთი ელჩი გალაქტიკაში.
სიმღერას ასრულებდს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი (ამჟამად „ერისიონი“) ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის სოლისტობით.
ილია ზაქაიძე სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
კაცი, ლეგენდა, როსტომ საგინაშვილი კი, რომელიც მღერის გალაქტიკაში, დღესაც გვყავს საქართველოში.
2013 წელს „ვოიჯერები“ გასცდნენ მზის სისტემის საზღვრებს..…
და ვინ იცის, ახლა რომელ გალაქტიკებს აზანზარებს პატარა, მაგრამ გენიალური კურლტურის ქვეყნის უკვდავი შედევრი -„ჩაკრულო“…
წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე უამრავი ერია, ყველას თავისი კულტურა და სიმღერა აქვს და აქედან 25 საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ კოსმოსში გასაგზავნად და ერთ–ერთი შენი ქვეყნის სიმღერაა, რომელსაც შენ მღერი
ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც NASA-მ შეარჩია და მსოფლიოს 25 საუკეთესო სიმღერასთან ერთად კოსმოსში „ვოიაჟერებს“ გაატანა, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს. იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ამ სიმღერაზე და მის ყველაზე ცნობილ შემსრულებელზე ლეგენდები დადის. როსტომ საგინაშვილი 75 წლისაა, მშობლიურ სოფელ კოლაგში ცხოვრობს.